ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
21-10-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპში - მარინა პოღოსიანი, ანი ეზეკიანი და ​ვარდუი მნაცაკანიანი მონაწილეობდნენ. მათ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. ამასთან, ანი ეზეკიანი შემდეგ ეტაპზე გადავიდან და ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი დღეს, 21 ოქტომბერს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203