ახალქალაქის N4 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა
21-10-2022

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნები ხარვეზების გარეშე, ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. მოსწავლეები პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203