სასურველი საჩუქარი თბილისის N71 სკოლის პირველკლასელებს - ბავშვებს უნიკალური წიგნი-რვეული - „პირველკლასელთა აკადემია“ გადაეცათ
21-10-2022

თბილისის N71 საჯარო სკოლის პირველკლასელები უნიკალური წიგნი-რვეულით - „პირველკლასელთა აკადემიით“ დასაჩუქრდნენ. მოსწავლეებს სასურველი საჩუქარი კომპანია „კულამ“ და „ეტალონმა“ უსახსოვრეს. 

წიგნი საჩუქრად თავად მოსწავლეებმა ისურვეს. სიურპრიზი კი პატარებს დირექციამ მოუმზადა.

„პირველკლასელებს სიურპრიზი მოვუმზადეთ. უაღრესად სასიამოვნო იყო შეკითხვაზე - „თუ რას ისურვებდნენ საჩუქრად?“ პასუხის მოსმენა - „წიგნი“! ამიტომ, თითოეულ ბავშვს გადავეცით, შინაარსით ძალიან საინტერესო და სახალისო წიგნი - „პირველკლასელთა აკადემია!“,- გვიყვებიან სკოლაში. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ბავშვებს „პირველკლასელთა აკადემია“ სწორედ ისეთ ადამიანებად აღზრდის, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია. დირექცია და პედაგოგები წიგნი-რვეულის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს მისი შექმნისთვის მადლობას უხდიან.

„იმედია, ისინი მომავალში რეალურად გახდებიან აკადემიკოსები და რაც მთავარია, თავიანთი ცხოვრების წესით, ღირსეული ადამიანები! დიდი მადლობა izrune.ge-ს და გოჩა ტყეშელაშვილს მოზარდი თაობის ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვისთვის“. 

აღსანიშნავია, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომლის ავტორი „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილია, უკვე მოიცვა მთელი საქართველო. ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული, როგორც პირველი კლასის პროგრამის ასათვისებლად ბრწყინვალე დამხმარე, ისე ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203