დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ
21-10-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილზე დაიწყეს.
მშობლიური ენის ასო-ბგერებს ბავშვები დიდი სიხარულით გაეცნენ. ფერადი ბუშტებითა და თემატურად გაფორმებულმა საკლასო ოთახმა, კი მოსწავლეებს საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
პედაგოგი პირველკლასელებს ცოდნის სამყაროში შეუძღვა და ბავშვები სწავლას გულმოდგინედ შეუდგნენ.
„მშობლიური ენის პირველი ასო-ბგერის გაცნობა, პირველი სიტყვისა და წინადადების წაკითხვა განსაკუთრებულად სასიხარულო და ემოციური აღმოჩნდა პირველკლასელებისთვის. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ბევრი ბუშტი, ია, ღიმილი, გაბრწყინებული თვალები და იმედი... იმედი, რომ ერთად გავივლით გზას დასახულ მიზნამდე, ერთად გადავშლით „დედა ენის“ ყველა ფურცელს და მხიარულად შევაღებთ კარს ცოდნის სამყაროში. გილოცავთ, ჩვენო უსაყვარლესო პატარებო და წარმატებებს გისურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს