ნინიგორის საჯარო სკოლის პედაგოგები - მარინა თითბერიძე და რუსუდან ჩუთლაშვილი პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
21-10-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის პედაგოგ მარინა თითბერიძეს დამსახურებული მასწავლებლის, ხოლო რუსუდან ჩუთლაშვილს წლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

დაჯილდოების ღონისძიება მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივით გაიმართა. სულ 28 მასწავლებელს მიენიჭა წლის პედაგოგის სტატუსი, მათ შორის ერთ-ერთი რუსუდან ჩუთლაშვილი იყო.

სკოლაში ორივე პედაგოგის მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ ისინი შედეგსა და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები არიან. 

„მარინა თითბერიძეს ვულოცავთ დიდი სიყვარულით, გვეამაყება, წარმატებებს ვუსურვებთ მას. ასევე, ვულოცავთ რუსუდანს, წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203