საჯიჯაოს N2 სკოლაში ბუნებრივი კატასტროფების შეჩერების დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
21-10-2022

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში ბუნებრივი კატასტროფების შეჩერების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

ის ცნობიერების ამაღლების მიზნით, კლუბ „ეკომანის“ ინიციატივით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ბუნებრივ კატასტროფებზე ინფორმაცია მოიპოვეს, შემდეგ ნახატები შექმნეს და ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს. მათ ბუნებრივი კატასტროფების მიერ მიყენებულ ზიანზე ისაუბრეს და იმსჯელეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მათი პრევენციისთვის. 

მოსწავლეები აქტივობაში კლუბ „ეკომანის“ ხელმძღვანელთან ბელა ქვარცხავასა და ხელოვნების მასწავლებლის ნანა ნადარაიასთან ერთად ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203