ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს უმასპინძლეს
21-10-2022
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლას, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სამხედროები საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდნენ, სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ესაუბრნენ და პრეზენტაცია წარუდგინეს. 

მოსწავლეები შეხვედრის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

შეხვდრამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

„ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს თავდაცვის ძალებისა და მათი საქმიანობის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203