როლური თამაში ინგლისური ენის გაკვეთილზე - სენაკის N1 სკოლის მესამეკლასელთა საინტერესო აქტივობა
21-10-2022
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, მათ მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, III კლასში, ინგლისურ ენაში როლური თამაში გაიმართა. გაკვეთილის თემა იყო Ronnie's Tea Party. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სასიამოვნო დრო გაატარეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სამახსოვრო ფოტო-ვიდეო მასალა გადაიღეს.
მათი მასწავლებლი მაია ჯღამაძეა, რომელიც შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია.