„ჩვენი ფერადი შემოდგომა“- გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა შემოქმედებითი აქტივობა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მეორე კლასში საშემოდგომო ღონისძიება - „ჩვენი ფერადი შემოდგომა“, გაიმართა.
აქტივობა მასწავლებელ ფატი რაზმაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. თავდაპირველად, მოსწავლეები შემოდგომის შესახებ დაწერილ სხვადასხვა ტექსტს გაეცნენ, წაიკითხულის შესახებ იმსჯელეს. შემდეგ შემოდგომის ხე და ზღარბები შექმნეს. ამისთვის კი ბუნებრივი და ხელოვნური მასალები გამოიყენეს.
მეორეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„მოსწავლეებს მოეწონათ აღნიშნული აქტივობები და სურთ მსგავსი დავალებების განხორციელება.
ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებელს უსურვებს ბევრი ნაყოფიერი, საინტერესო ღონისძიებების განხორციელებასა და წარმატებულ ნაბიჯებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: