უწერის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
21-10-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მხიარული და ნაყოფიერი სპორტული აქტივობებში პირველი და მეორე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა აქტივობები, სპორტის მასწავლებელ მინდია შერაზადიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით განახორციელეს და სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პედაგოგების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაა.