თბილისის N67 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
20-10-2022
თბილისის N67 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. 

მას ორგანიზებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნინო რუხაძე უწევდა. თამაშის დაწყებამდე თითოეულ მაგიდაზე იდო: სარეგისტრაციო ბლანკი, მინიმუმ ერთი კალამი და 15 ცალი პასუხის ფურცელი.

შეჯიბრში მოსწავლეები შემდეგი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იყვნენ განაწილებული: 

  • მე-3, მე-4 და მე-5 კლასები;
  • მე-6,მე-7 და მე-8 კლასები;
  • მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები.
თამაშში თითოეული კლასიდან დაახლოებით 2-2 გუნდი იყო წარმოდგენილი. კონკურენციის პირობებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

  • პირველ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული გახდა გუნდი „ცეცხლოვანი ათოსნები“ - 54 ქულა. დამრიგებელი - ნინო რუხაძე;
  • მეორე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული გახდა გუნდი „ჭკუის კოლოფები“ - 61 ქულა. დამრიგებელი - ციცინო გორელაშვილი;
  • მესამე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული გახდა გუნდი „სინოდი“ - 53 ქულა. დამრიგებელი - ლელა კუპრაშვილი. 
„შიდა სასკოლო ჩემპიონატის ხარისხიანად ჩატარებისთვის გავითვალისწინეთ  რჩევები. თამაშის პროცესის მარტივად და ეფექტურად წარმართვისთვის სტანდარტულად ავირჩიეთ 3 ადამიანი: წამყვანი; ქულების დამთვლელი კომისარი და იფრინდი, პასუხების ფურცლის ჩამომკრები“,- ვკითხულობთ პედაგოგ ნინო რუხაძის მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203