ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცნობილ მწერალს შეხვდნენ
20-10-2022
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებს მწერალი დათო ტურაშვილი სახალხო დიპლომატიაზე, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე ესაუბრა.
შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის ამერიკის საელჩოს, „ამერიკან ქორნერის" ქუთაისის ბიუროს, ქრისტინა მაღლაკელიძეს, ემზარ აბულაძეს, მაია არაბიძეს, გოგნის საჯარო სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს