ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე
21-10-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს. 

სკოლის მოსწავლეები მინი ფეხბურთში გამართული შეჯიბრის ფინალისტები გახდნენ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ თითოეულ მათგანს და მადლობას ვუხდით მიღწეული წარმატებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მათ მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203