„სითბური ეფექტი“​ - ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი
20-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში COP-27  მარათონის - „დრო იწურება" ფარგლებში, ღია გაკვეთილი - როლური თამაში „სითბური ეფექტი“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა კომპოზიცია - „დედამიწა ჩვენი სახლია“ წარადგინეს. მათ სითბურ მოვლენებზე მავნე აირების ზემოქმედება აჩვენეს. როლური თამაშით გადმოსცეს სითბური ეფექტის წარმოშობის მიზეზები და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებაზე.

ასევე, იმსჯელეს ეკოლოგიურ პრობლემებზე და იმაზე, თუ რა ფაქტორები განაპირობებს მათ. 

აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

ის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მათემატიკის კათედრაზე განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...