უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ
20-10-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ჯარისკაცები შეხვდნენ. 

შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის „ჩვენი ჯარის" ფარგლებში გაიმართა. 

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით, თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს. მათ მოსწავლეებს ინფორმაცია საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც მიაწოდეს. 

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და კითხვები დასვეს.

მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203