ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის - „აქტიური თაობა“ პრეზენტაცია გაიმართა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის - „აქტიური თაობის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კლუბის წევრობის განაცხადი შეავსეს, ასევე აირჩიეს ლიდერი, რომელმაც სამოქალაქო კლუბის მთავარი მიზანი, კლუბის წესდება, ფუნქციები და წევრთა უფლება-მოვალეობები წაიკითხა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ინგა კუპატაძემ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
პრეზენტაციაზე პროექტის ფარგლებში, თვეების მიხევით დაგეგმილი აქტივობები წარადგინეს.
ღონისძიებამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: