„წარმატებები ჩვენს პატარა მოსწავლეებს“- ჩიხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს
20-10-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. შემდეგ კი მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მონდომებით დაიწყეს.

პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს

„საინტერესო, მრავალფეროვანმა აქტივობებმა, სასიამოვნო გარემომ განსაკუთრებული განწყობა შეუქმნა როგორც ბავშვებს, ასევე ჩვენს სტუმრებს - მასწავლებლებსა და მშობლებს.
წარმატებები ჩვენს პატარა მოსწავლეებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203