თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელები მიენიჭათ
21-10-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის 13 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. ​

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.

კონკურსის პირველ ტურში სკოლიდან მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები: 

  1. ანჟელიკა სარუხანიანი;
  2. ლუსინე დოშოიანი;
  3. სათენიკ სარუხანიანი;
  4. მანუშაკ დოშოიანი;
  5. არარატ ანტონიანი;
  6. ჰრიფსიკ ელოიანი;
  7. ვალია ელოიანი;
  8. ნინა ხორშიკიანი;
  9. ლილია დოშოიანი;
  10. ნათელა ლოქიანი;
  11. მარია მანუკიანი;
  12. გარიკ დოშოიანი;
  13. ლიუდმილა დოშოიანი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203