ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს. სკოლის დირექტორის მზევინარ ტაბატაძის, ქართული ენის მასწავლებლის ნანა მიროტაძისა და პირველი კლასის მშობლების მხარდაჭერით, სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობა განხორციელდა.
მათ მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცის. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. შემდეგ კი მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მონდომებით დაიწყეს.საკლასო ოთახს გემოვნებით შერჩეული რესურსები ამშვენებდა. მოსწავლეებს კი სამახსოვრო ბარათები დაურიგდათ.
პირველკლასელები აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს
„დღეს ჩვენთან ისე ლამაზი სტუმრის მოსცვლის დღე დგებაო გზად ია-ვარდი დაფინეთ ანბანი მობრძანდებაო.“
ეს დღესასწაული წარმატებების საწინდარი ყოფილიყოს ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს