ქსოვრისის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე V კლასის მოსწავლეებმა საველე კვლევა ჩაატარეს
20-10-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მიმდენარე ტერიტორიაზე V კლასის მოსწავლეებმა, ბუნების გაკვეთილზე, სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საველე კვლევა ჩაატარეს. 

მათ სკოლის ტერიტორიაზე წიწოვანი და ფოთლოვანი ხე მცენარეებიდან და ბუჩქებიდან მწერები, ობობები, ჭიები და სხვა მცირე ზომის უხერხემლოები ჩამობერტყეს, შეაგროვეს და დაახარისხეს. 

შემდეგ ჩანახატები და ჩანაწერები გააკეთეს, გადაიღეს სურათები, გაანალიზეს დაკვირვების შედეგები და დაადგინეს: რატომ იკავებს ესა თუ ის ორგანიზმი გარკვეულ ადგილს; რა თვისებები ეხმარება თითოეულ მათგანს საარსებო გარემოსთან შეგიებაში. 

აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდოემბითა და ინტერესით ჩაერთო. კვლევას ბუნების მასწავლებელი იზოლდა მინდიაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203