ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლაში 15-16 ოქტომბერს Mac Georgia-ს ლიდერების ხელმძღვანელობით „საშაბათკვირო აკადემია“ გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.
აღნიშნული აქტივობა არაფორმალური განათლების კუთხით მოსწავლეთა მეტი ინფორმირებულობა და ლიდერული უნარების განვითარება იყო.
მოსწავლეებისთვის აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მეტად დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.
„Mac Georgia ეს არის ორგანიზაცია რომელიც, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პოპულარიზაციას უწევს არაფორმალურ განათლებას და ცდილობს ახალგაზრდების მაქსიმალურად გააქტიურებას, ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით!
წინ ძალიან ბევრი კარგი, პოზიტიური და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები გველოდება! დიდი მადლობა „მაკ ჯორჯიას“ და ჩვენს სკოლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: