ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი ექსკურსია დედაქალაქში
20-10-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის მრავალფეროვან და დაუვიწყარ აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მეოთხე კლასის პედაგოგმა, ნატალია ნადირაშვილმა ბავშვებისთვის თბილისის მიმართულებით ექსკურსია მოაწყო.

გზად, მოსწავლეებმა გურჯაანის ორგუმბათოვანი ტაძარი - ყოვლადწმინა მოინახულეს, რომელიც საქართველოში მხოლოდ ერთია.

ბავშვებისთვის თბილისში გატარებული დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა. ბავშვები სამების საკათედრო ტაძარს, მახათას მთას ეწვივნენ და ასევე დიდი ემოციებით დატვირთულებმა სპექტაკლი - „კონკია“ დატოვეს. 

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ძველ თბილისში გაისეირნეს და დედაქალაქზე არსებული ლეგენდა გაიხსენეს. საღამოს კი, მათთვის დაუვიწყარი ექსკურსია გასართობ ცენტრში სტუმრობით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203