„ეტალონმა“ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე დააჯილდოვა
20-10-2022

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - ქეთევან ჯალაღონიას, სოფიკო ნადირაძეს, ეკა ზედგინიძეს, მილენა ბაბოიანსა და ნინო ნამგალაძეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203