სათხის საჯარო სკოლის 13 მოსწავლეს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა
20-10-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის 13 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. ​

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.

პირველ ეტაპში სკოლიდან შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ: 

  1. გოარიკ ჯაღაცპანიანი;
  2. ელენა ჯაღაცპანიანი;
  3. ირა ჩახოიანი;
  4. სონია პოდოსიანი;
  5. კარინა ჰამბარიანი;
  6. ამალია ნანაიანი;
  7. ვარდუჰი ანანიკიანი;
  8. სათენიკ სანოსიანი;
  9. ტიგრანუჰი ხაჩატრიანი;
  10. აიდა ნანაიანი;
  11. მარგარიტა გრიგორიანი;
  12. სედა ისპირიანი;
  13. შუშანიკ ამირხანიანი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203