
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - გარიკ მკრტჩიანს, მკრტიჩ კურკჩიანსა და არმან ქურქჩიანს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები: