ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. კონკურსის პირველ ეტაპში 5 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან სამი - ლუკა გვრიტიშვილი, მარიამი დალაქიშვილი და ეკატერინე დალაქიშვილი მეორე ეტაპზე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 11, ხოლო მეორე ეტაპი 13 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: