საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის ექვსმა მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის II ეტაპის საგზური მოიპოვა
20-10-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯიდლოვდნენ.
დისტანციური კონკურსის I ეტაპში 26 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 6: ელენე მურღულია, ბადრი ქაჯაია, ეთო კილასონია, მარიამ ოკუჯავა, მარიამ ახალაია და სალომე ნადარაია II ეტაპზე გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცა.
ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 21 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს