
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლე ჰამლეტ ხოშბეკიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.