„აბა გამოიცანი“- მათემატიკური ვიქტორინა წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში
20-10-2022
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, 19 ოქტომბერს მათემატიკური ვიქტორინა - „აბა გამოიცანი“ ჩატარდა, რომელსაც მათემატიკის პედაგოგი მაია მესხია ხელმძღვანელობდა.

ვიქტორინაში საბაზო საფეხურის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები და ორი გუნდი - X და Y მონაწილეობდა. 

ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეებში: მათემატიკური, ლოგიკური, სხვისი აზრის მოსმენის, საკუთარი პოზიციის დაცვის და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203