ძველი ქანდის საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი მოიპოვა
20-10-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში 7 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან ორი - თათია ჩუგიანოვი და როინ იაკოფოვი II ეტაპზე გადავიდა და „ეტალონისგან“ ოქროს სიგელი დაიმსახურა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 11 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 13 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203