ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 6-წლიანი ავტორიზაცია მიანიჭა
20-10-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 6-წლიანი ავტორიზაცია მიანიჭა. 

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი” ერთადერთია დასავლეთ საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია, როგორც საქართველოს განათლების ხარისხის მართვისა და განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სააკრედიტაციო ორგანიცია COGNIA-ს მიერ.

გარდა ამისა, სკოლას მოპოვებული აქვს College Board-ის ავტორიზაცია, რაც გულისხმობს, რომ შეუძლია ადმინისტრირება გაუწიოს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: AP, PSAT, SAT, SAT subjects, ACT, GR. 

„პროგრესში“ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და მათი განვითარება მასწავლებელთა მთავარი საზრუნავია. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203