გეჯეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დაიწყეს 
20-10-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მასწავლებელმა თეონა კვიციანმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. შემდეგ კი მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მონდომებით დაიწყეს.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს

„ჩემო პირველო მერცხლებო, გილოცაავთ მართლაც განსაკუთრებულ დღეს, ანისა და ინის შემობრძანებას, გისურვებთ საინტერესო მოგზაურობას, ანბანის ჯადოსნურ სამყაროში“,- სწორედ ასე მიულოცა მოსწავლეებს ანბანის „შემობრძანება მასწავლებელმა თეონა კვიციანმა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203