ყულალისის საჯარო სკოლის 11 მოსწავლეს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა
20-10-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლის 11 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - ჰაიკ მარგარიანს, ედგარ ხაჩატრიანს, აგასი სარკისიანს, ვაჰან არაბიანს, გოჰარ ხაჩატრიანს, რომან ხაჩატრიანს, არმინეჰი ბაღდასარიანს, საიატ სააკიანს, ანდრანიკ მარგარიანს, გაიანე მანველიანსა და იგით ავაკიანს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203