სენაკის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასში შემოდგომას მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
20-10-2022
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასში შემოდგომასთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები გაიმართა.
მოეწყო გასვლითი ღონისძიება, მოსწავლეებმა მოლბერტზე შემოდგომის ფერებში შეფოთლილი ხე დიდი მონდომებით დახატეს.
შემდეგ კი კლასში წელიწადის დროებთან დაკავშირებული ფაზლი ააწყვეს და შემოდგომას წერილები მისწერეს.
აქტივობებმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები მათში დამრიგებელ ნინო გარუჩავას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
„ძირითადად, ბავშვებმა, ასოციაციურად, შემოდგომის სეზონი სკოლის დაწყებასთან, ფერად გარემოსთან, გრილ და თან თბილ ამინდებთან და ლამაზ ბუნებასთან დააკავშირეს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს