დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ქუთათელაძემ ესეების კონკურსში წარმატებას მიაღწია
20-10-2022

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლე ბარბარე ქუთათელაძე ესეების კონკურსში დიდი წარმატებით მონაწილეობდა. 

კონკურსი - „ტყის მდგრადი მართვა ჩემ გარშემო“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოაცხადა. მისი მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ მოსზრებების ჩამოყალიბება იყო. 

ბარბარე ქუთათელაძემ ნაშრომში წარმოაჩნა მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, თითოეული მოქალაქის წვლილი და ვალდებულება ტყის დაცვის მიმართულებით და ტყეზე ზეწოლის შემცირების გზები. ასევე, ისაუბრა ეკოკლუბის წევრების წვლილზე ამ მიმართულებით და ჩამოაყალიბა საკუთარი ორიგინალური მოსაზრებები ტყის შეშად გამოყენების შემცირების გზების შესახებ.

მისმა ნაშრომმა დდი მოწონება დაიმსახურა და საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო ათეულში მოხვდა.

ავტორი სერტიფიკატითა და სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდა .

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203