კერძო სკოლა „სხივის“ მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოთხრობა „ბიჭი და ძაღლი“ სპექტაკლად აქციეს
მარტვილის კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მეხუთეკლასელებმა არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“ სპექტაკლად აქციეს. მათ პერსონაჟთა როლები მოირგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
სპექტაკლის გამართვა ნინო მასწავლებლის ინიციატივა იყო, რასაც მოსწავლეებმა ფრთა უდიდესი მონდომებით შეასხეს.
„მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესოდ წარმოაჩინეს პერსონაჟების ბუნება და ხასიათი, ერთმანეთსაც ბედნიერი 45 წუთი აჩუქეს. სიმულაციური ხერხით უფრო სახალისოა თემის გააზრება, თან პერსონაჟის ტყავში მოხვედრაც ერთი დიდი სიამოვნებაა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: