საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანდრია გოგიძემ და შოთა ოდიშელიძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
20-10-2022

დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან რვა მოსწავლე მონაწილეობდა. მათ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. მათგან შემდეგ ეტაპზე ორი - ანდრია გოგიძე და  შოთა ოდიშელიძე გადავიდა, რომელთაც ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 11 ოქტომბერს გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 13 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203