მეჩხეთურის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ 
20-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს.

მოსწავლეებმა ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში სადღესასწაულო ვითარებაში შეაბიჯეს. მოსწავლეებს პედაგოგმა, თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა, რამაც განწყობა აამაღლა.

პირველკლასელებმა „ა“ და „ი“ ასოები გულმოდგინედ გამოიყვანეს და სწავლას დიდი სიხარულით შეუდგნენ.

ბავშვებისთვის პედაგოგმა ყველა პირობა შექმნა, რათა მათთვის ეს დღე დაუვიწყარი ყოფილიყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203