დაბა კაზრეთის N1 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, საინტერსო პრეზენტაცია გამართეს. სკოლა ჩართულია პროექტში „გავუფრთხილდეთ გარემოს“, სწორედ მის ფარგლებში მომზადდა პრეზენტაცია, რომელიც შემდეგ თემებს ეხებოდა:
- პლასტიკური ნარჩენების მავნებლობა;
- ნიადაგის დაბინძურება;
- ადამიანის მიერ გარემოზე მიყენებული ზარალი.
მათ საკითხების ირგვლივ ამომწურავად ისაუბრეს. თავის მხრივ, პრეზენტაციის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: