„ნუ დააბინძურებთ გარემოს!“ - დაბა კაზრეთის N1 სკოლის ეკოკლუბმა - ,,ბუ(ნება) შენია!” დასუფთავების პირველი აქცია გამართა
20-10-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - ,,ბუ(ნება) შენია!” პირველი დასუფთავების აქცია უკვე განახორციელა.

დასუფთავების აქციაში ჩართულნი იყვნენ ეკოკლუბის წევრები და 15-ზე მეტი მოხალისე.

ჯამში, აქციის ფარგლებში, ეკოკლუბელებმა და მოხალისეებმა ოთხი დაბინძურებული ადგილი დაასუფთავეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეკოკლუბი კიდევ ბევრ გარემოსდაცვით ღონისძიებას გეგმავს. 

„მადლობას ვუხდით მოხალისეებს, ჩვენი დახმარებისათვის. „ბუ(ნება) შენია!“ კიდევ ბევრ დასუფთავების აქციასა და სხვა სასარგებლო აქტივობას გეგმავს. გაუფრთხილდით, ნუ დააბინძურებთ გარემოს!“,- აღნიშნავენ ეკოკლუბელები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203