კნოლევის საჯარო სკოლის პირველკლასელებს დამრიგებელმა საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია 
20-10-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლის I კლასში საანბანო პერიოდის დაწყებას საზეიმო გაკვეთილი მიეძღვნა.

წელს სკოლას ორი პირველკლასელი ჰყავს, რომელთა მოტივაციაზე სკოლაში განსაკუთრებულად ზრუნავენ. პედაგოგმა ეკატერინე მაისურაძემ, რომელიც ამავე დროს სკოლის დირექტორი გახლავთ, პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. დამრიგებელმა მოსწავლეები მრავალფეროვან სახალისო და საინტერესო აქტივობებში ჩართო და პატარებს სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

პირველკლასელები ქართული ანბანის შესწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ და საყვარელ დამრიგებელსა და სკოლას არაერთხელ ასახელებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203