ქვახვრელის საჯარო სკოლა ევროპის სასკოლო სპორტულ კვირეულს აქტიურად შეუერთდა
20-10-2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მინით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლა ევროპის სასკოლო სპორტულ კვირეულს შეუერთდა. აღნიშნულ კვირეულთან დაკავშირებით, სკოლაში სხვადასხვა სპორტული აქტივობა გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ მარათონულ გარბენში და ტოპ ათეულში მოხვდნენ.

სკოლას სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-ის გახსნის ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის სამადლობელო სიგელიც გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203