გურკელის საჯარო სკოლის I კლასში საანბანო პერიოდის დაწყებას შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი მიეძღვნა
20-10-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდი ღია გაკვეთილით დაიწყეს.

გაკვეთილი, რომელიც პირველკლასელთა ამაღლებული განწყობით, მათი აციმციმებული თვალებითა და გაცისკროვნებული სახით, უჩვეულო და საზეიმო ატმოსფეროს ქმნიდა, შთმბეჭდავად წარიმართა. პედაგოგმა მოსწავლეებს ანბანის სწავლის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად უქცია - მან პატარები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო და მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო სასწავლო რესურსი შესთავაზა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს. 

„გზად ია- ვარდი დავფინოთ ანბანი მობრძანდებაო“. ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ ხელში პირველად აიღებს. აიღებს, გაშლის და, თითქოს ისევ დაიბადაო, ამ სამზეოს უცებ სხვაგვარად დაინახავს..." სწორედ ამ საოცარ მოვლენას მიეძღვნა 1-კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203