თბილისის N208 საჯარო სკოლის პირველკლასელები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს გაეცნენ
20-10-2022

თბილისის N208 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ, ბავშვებს წიგნს პირველი კლასიდანვე აყვარებენ და ასწავლიან კითხვის კულტურას. 

პირველი კლასის მოსწავლეები ამჯერად ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, აღმოაჩინეს წიგნების საცავი.

მათ ბიბლიოთეკარმა მარტივი ენით აუხსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიოთეკა სასკოლო ცხოვრებაში, გააცნო წესები და უთხრა, რომ აქ მათ ყოველთვის დახვდებათ მყუდრო, მრავალფეროვანი და კომფორტული სივრცე, სადაც შეძლებენ სასიამოვნოდ და სასარგებლოდ დროის გატარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203