სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი ტაბაკინის საჯარო სკოლაში
19-10-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი დიდი მხიარულებითა და შემართებით დაიწყო.
სწავლის დაწყების პირველ დღეს სკოლის შესასვლელი დერეფანი მოირთო. მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და წარმატებული წელი, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გურამ კელენჯერიძემ უსურვა.
მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში ბავშვებმა დროშა აღმართეს და საქართველოს ჰიმნი მოისმინეს.
სწავლის დაწყება განსაკუთრებულად ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომელთაც საზეიმოდ ბუკები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
ასევე აღსანიშნავია, რომ დამრიგებლებმა წარჩინებული მოსწავლეებს სიგელები გადასცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს