გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილი ჩაუტარდათ
19-10-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მეოთხე კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა კომპიუტერში მარტივი ელექტრონული წრედები ააწყვეს და პატარა ნათურა აანთეს. 

ისინი გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ცოდნა დააგროვეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203