თბილისის N132 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
19-10-2022
თბილისის N132 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. 

მასში მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. ისინი შეჯიბრში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

თამაში საინტერესოდ წარიმართა, თანაბარი ქულები დააგროვა ორმა გუნდმა - „სამყაროს გარშემო" და „ჰაიდელბერგი". გამარჯვებულ გუნდებს დირექტორმა, არასამთაბრობო ორგანიზაცია ვორდ ვიჟენის დახმარებით, საჩუქრები გადასცა.

სკოლაში ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203