ლიჩის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიჩის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა განსაკუთრებულად დაიწყეს.
საზეიმო გაკვეთილი - „ანბანის შემობრძანება“ განსაკუთრებულად მორთულ და გაფორმებულ საკლასო ოთახში ჩატარდა, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ბავშვებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით ქართული ასოების შესწავლა დიდი გულმოდგინებით დაიწყეს.
„გილოცავთ! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯადოსნური ანბანის სამყაროში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: