წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
19-10-2022
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.
პირველკლასელებს ქართული ასოების ჯადოსნურ სამყაროში ემა მასწავლებელი შეუძღვათ, რომელმაც ბავშვებს განსაკუთრებულად და თემატურად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა.
პედაგოგის გალამაზებულმა გარემომ ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა და ანბანის სწავლას გულმოდგინედ შეუდგნენ.
„ანბანი ანა-ბანა ეს ხომ ბავშვობის ახალი ეტაპია დაილოცოს თქვენი ბავშვობა და ანბანს მყარად გაედგას თავისი ლამაზი ფესვები თქვენს გულებში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს