აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური პროექტის ფარგლებში გამოკითხვა ჩაატარეს
19-10-2022
ხულოს მუნიციპალიტეტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტზე მუდამ აქტიურად მუშაობენ.

ამჯერად, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა სოციალურ პროექტზე - „რა იცით კიბერბულინგის შესახებ?“ მუშაობა დაიწყეს.

სამუშაო პროცესის ფარგლებში ჩატარდა სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა და შედეგების ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეთათვის თემა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. მოსწავლეებმა საკითხის ირგვლივ საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს და თანატოლებსაც დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203